ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის პრეზიდენტმა იმერეთში, ბიზნესსექტორს მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო
26 იანვარი, 2017, 12:49
სებ-ის პრეზიდენტმა იმერეთში, ბიზნესსექტორს მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო

თბილისი (GBC) - იმერეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.

კობა გვენეტაძემ მათ დეტალურად გააცნო კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ბიზნესის წარმომადგენლებმა კი მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

"ქუთაისში შეხვედრით ეროვნული ბანკი იწყებს კომუნიკაციის ახალ ეტაპს - როგორც გახსოვთ, წლის დასაწყისში ჩვენ შევპირდით საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავმართავდით ბრიფინგს. აუცილებელია დიალოგი, პოლიტიკის და გადაწყვეტილების ყველა დეტალი ავუხსნათ იმ საზოგადოებას, ვისი წახალისების, ხელშეწყობისთვისაც მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება. შეხვედრაზე მონაწილეებისგან ჩვენ მოვისმინეთ მათი შენიშვნები და წინადადებები, ესაა დიალოგი, რომელიც წაადგება ყველა მხარეს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები