ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აქტივების გამიჯვნის მეორე ეტაპზე სებ-ი ბანკების მფლობელთა  ზედამხედველობას განიხილავს 
ნინო შუბითიძე
26 იანვარი, 2017, 11:23
აქტივების გამიჯვნის მეორე ეტაპზე სებ-ი ბანკების მფლობელთა  ზედამხედველობას განიხილავს 

თბილისი (GBC) –  „არაპროფილური აქტივების გამიჯვნა კომერციული ბანკის დონეზე უკვე დასრულებულია“, -  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ  „ბიზნეკონტრაქტის“  კორესპონდენტს საკანონმდებლო ცვლილებების თანმდევ რისკებზე  მპკ-ს გასვლითი სხდომის შემდეგ განუცხადა.

სწორედ მურთაზ კიკორია გახდა  „საქართველოს ბანკის“ CEO, არაპროფილური აქტივის გამიჯვნის დასრულების შემდეგ,  2015 წლის 1 სექტემბერს.   გენერალური დირექტორი  ირაკლი გილაური კი, ბანკის და მისი ყიფილი აქტივების  მაჟორიტარი აქციონერის  „ბიჯეო ჯგუფის" გენერალურ დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

ეროვნული ბანკის საბჭოში მთავარი ბანკიდან ახლადგადანაცვლებული  მთავარი ბანკირი მურთაზ კიკორია აცხადებს, რომ  გამიჯვნის მე-2 რაუნდში  ცვლილებების საპირწონედ უნდა დაიდოს  ქვეყნის ეკონომიკაში  საბანკო ჰოლდინგის  პროფილური კომპანიების წვლილი, ასევე    ინვესტიციების შეზღუდვის რისკები, რამდენი სამუშაო ადგილის გაჩენა იბლოკება.

კიკორია ამ ეტაპზე თეორიაში არსებული  ცვლილების ფორმულირებას აკონკრეტებს, რომ   იგულისხმება ბანკის აქციონერების  მფლობელობაში არსებული  აქტივები და  ზედამხედველობა, რომლის  გაფართოებაზე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  განაცხადა, თუმცა  თქვა, რომ ცვლილებები  არა მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად არსებობს და დამუშავების პროცესშია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები