ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოგების დაბეგვრის ახალი წესზე  სიტუაციური სახელმძღვანელოები მომზადდა
25 იანვარი, 2017, 17:17
მოგების დაბეგვრის ახალი წესზე  სიტუაციური სახელმძღვანელოები მომზადდა

თბილისი (GBC) - მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა სიტუაციური სახელმძღვანელოები მოამზადა.

პროექტი განიხილეს USAID-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.  

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს გადასახადის გადამხდელებს მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში და მათ არ შეექმნათ სირთულეები დეკლარირების პერიოდში.

„დღეს საქართველოში მოქმედი ქართული და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ვისაუბრეთ მოგების გადასახადის ახალ მოდელთან დაკავშირებით და განვიხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელოები, სადაც უკვე პრაქტიკული მაგალითებია მოცემული თუ როგორ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადის ახალი მოდელით ესა თუ ის ტრანზაქცია და ოპერაცია. იმედი გვაქვს, აღნიშნული სახელმძღვანელოები გადამხდელებს დაეხმარება უკეთ გაერკვიონ იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც უკვე მოქმედებს 1-ლი იანვრიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.     

სახელმძღვანელო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

სიტუაციური სახელმძღვანელოები დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და  შემოსავლების სამსახურის ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება გადასახადის გადამხდელებისთვის.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები