| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლიდან იგეგმება.
“ბიზნესკონტაქტის” ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებლი კომპანია „ფაზის ოილი“ 400 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
“ფაზის ოილში” ამბობენ, რომ პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ტექნოლოგიის შერჩევა.
საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დაწყების უფლების მისაღებად კომპანიამ განაცხადი 1 სექტემბრამდე უნდა შეიტანოს, მშენებლობა წელსვე უნდა დაიწყოს და 2 წლის განმავლობაში დაასრულოს.
კომპანიის დირექტორი გია შავდია ამბობს, რომ საქართველოში საერთაშორისო ბაზარზე შესყიდულ ნავთობს გემებით შემოიტანენ, ადგილზე გადაამუშავებენ და ადგილობრივთან ერთად ექსპორტზე გავა. საექსპორტო ბაზრებად უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები განიხილება.
“ეს ქარხანა არ იქნება დამოკიდებული არც მეზობელ ქვეყნებზე და არც რკინიგზით ხმელეთიდან შემოტანაზე. ეს იქნება მხოლოდ გემებით შემოტანილი მსუბუქი ნავთობის გადამუშავება. ძალიან სერიოზული ფასდაკლება ექნება ქართველ მომხმრებელს. ბენზინის შემოტანა ხდება ძირითადად, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, ამ ყველაფერს სჭირდება ჩამოტანა საქართველოში, ტერმინალის მომსახურება, და სხვა უამრავი ხარჯი. ქარხნის შემთხვევაში კი, ქართველი მომხმარებელი პირდაპირ შეძლებს პროდუქციის წაღებას ყოველგვარი ლოგისტიკური დანამატების გარეშე”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი გია შავდია
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქარხანას ვალდებულება ექნება თავდაპირველად ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი აწარმოოს და შემდგომში ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
ლიცენზია ნავთობგადადმამუშავებელ ქარხინის ოპერირებაზე 25 წლიან ლიცენზიას გასცემს, შემდეგ კი, კომპანიას საშუალება ექნება ლიცენზია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივოს.
კომპანია 600 000 კვ. მეტრზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნასაც განიხილავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss