| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას და მათზე დამაგრებულ მიწას ასხვისებს.
აუქციონზე, რომელიც 3 თებერვალს დასრულდება, ქონების საწყისი ფასი 4,5 მლნ ლარია, „ბიჯი“ 100 000 ლარს შეადგენს. აუქციონზე დაფიქსირებული თანხიდან 3 მლნ ლარი მყიდველმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნდა გადაურიცხოს, დანარჩენი აჭარის ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. ამასთან, ინვესტორმა ადგილზე 5 წლის ვადაში არანკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
გაზეთი „ბათუმელები“ ანონიმ, თუმცა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერიტორიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ადგილზე ექს-პრემიერის პროექტის ე.წ. „პანორმა ბათუმის“ შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდებარედ „ბიზნეს დეველოპმენტი“, რომლის მფლობელი იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებია“ Magnolia – Resort & SPA-ს აშენებს.
ეს ადგილიც კომპანიამ სასტუმროს აშენების პირობით აუქციონზე შეიძინა, თუმცა ვინ არის რეალურად ინვესტორი იურიდიულ კომპანიაში მაშინ არ გაუმჟღავნებიათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss