ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იანვარში დიდი ოდენობით  სიგარეტის კონტრაბანდა გამოვლინდა  
24 იანვარი, 2017, 12:24
იანვარში დიდი ოდენობით  სიგარეტის კონტრაბანდა გამოვლინდა  

თბილისი (GBC) - შემოსავლების სამსახური არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტების აღკვეთაზე აცხადებს.

უწყების ცნობით,  22 იანვარს,  საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით,  22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი  საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს  კუთვნილ ავტომანქანაში  სპეციალურ სამალავებში აღმოაჩინეს. 

ამავე დღეს, ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ ამოიღეს.  საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

უფრო ადრე, 14 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, 1,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი იქნა აღმოჩენილი საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“.

სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტების გახშირებას თამბაქოს ინდუსტრია პროგნოზირებდა. მიზეზი ქვეყნებს შორის თამბაქოს პროდუქციაზე ფასების სხვაობაა, რაც იანვრიდან  საქართველოში აქციზის მკვეთრმა ზრდამ კიდევ უფრო გააღრმავა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები