| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში კოკა-კოლას გაფართოვების პროცესი დაიწყო, რაც სათავო ოფისთან შეთანხმებულია.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია GBC-სთან აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით, საქართველოდან კოკა-კოლას სხვადასხვა პროდუქციით უნდა მომარაგდეს კავკასიის რეგიონი. ახალი დანადგარების შესაძენად და წარმოების გასაფართოვებლად 10 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
სწორედ ამიტომ, დღეს არსებული დიდუბის ტერიტორია უკვე საკმარისი აღარაა და გაფართოებისთვის ახალ ადგილს არჩევენ. ამ ეტაპზე, ნატახტარის ტერიტორიაა შერჩეულია. გადასვლის პროცესი მაისში დაიწყება და 2018 წელს დასრულდება.
იქამდე კი ვიდრე ახალი დანადგარებით წარმოება გაფართოვდება, ჭყონია ექსპორტის 15%-იან ზრდას გეგმავს, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
კიდევ ერთი გეგმა ქართულ ბაზარზე სამი სახეობის ახალი წვენის გამოშვებას ეხება. მათ შორის, ეს იქნება ალუბლის წვენი, ასევე ტროპიკი და ნატურალური წვენი.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ისინი Burn-ის ექსკლუზიური წარმომადგენლები არიან, ხოლო წლის პირველი ნახევრიდან Monster-ის ექსკლუზიური მიმწოდებლები ხდებიან კავკასიაში.
პირველი პარტია უკვე $200,000-ის ღირებულების თებერვალი - აპრილის პერიოდში გავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss