| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 200 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 150 528 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 46 172 მოქალაქეს;
პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტის მიღებულ 818 კითხვას.
2016 წლის პირველ კვარტალში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა სხვა სახის აქტივობები: მიღებული იქნა 74 072 ერთეული კორესპონდენცია; განცხადებაზე საპასუხო წერილების რაოდენობამ შეადგინა 1 780 ერთეული; ტერიტორიული ბიუროებიდან გადმოგზავნილი იქნა 5 355 საქმე;
მოვალეთა რეესტრიდან გაიცა 83 ცნობა, დაარქივდა 47 090 საქმე და სხვა.
ჯამში, 2016 განმავლობაში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 459 247 აქტივობა.
აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.
დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss