ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სახელმწიფოს ხელშეწყობით კიდევ ორი საწარმო ამოქმედდება
24 იანვარი, 2017, 11:00
სახელმწიფოს ხელშეწყობით კიდევ ორი საწარმო ამოქმედდება

თბილისი (GBC) - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. ინვესტირებას კომპანია "ნეოსტარი" ახორციელებს. 

მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.  

„ნეო გლასს“  სახელმწიფოსგან ქალაქ თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ 1 006 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.  კომპანია მინის საწარმოს აშენებას უზრუნველყოფს და 2 წლის განმავლობაში 10 000 მ2 უსაფრთხო, გამტკიცებულ ან მრავალფენოვანი მინის წარმოებას შეძლებს.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს.

„მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა," - განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები