ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სასტუმრო Best Western გაზაფხულზე გაიხსნება
23 იანვარი, 2017, 15:23
სასტუმრო Best Western გაზაფხულზე გაიხსნება

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდმა პარტნიორ კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან“ ერთად ქუთაისში ახალი 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს Best Western შენობის მშენებლობა დაასრულა.

ფონდის ცნობით, „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელი“ ამჟამად სასტუმროს შიდა მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მოპირკეთებასა და სასტუმრო ნომრების აღჭურვას ითვალისწინებს.

დასრულების ფაზაშია ფასადის სამუშაოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.

Best Western პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება, რომლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.

სასტუმრო ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს.

საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელია“ პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია.

სასტუმროს დეველოპმენტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

შეგახსენებთ, Best Western International სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები