| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კოპერატივი „არაგველების“ წარმოებული დეკას ჩაი დახლებზე 1 თვეში გამოჩნდება, - ინფორმაციას პორტალი „მთის ამბები“ ავრცელებს.
პორტალის ცნობით, კოოპერატივი, რომელიც სოფელ ბარისახოშია დაფუძნებული, მთის ველური მცენარეებისგან რამდენიმე სახის ჩაის ამზადებს
„ამ ეტაპზე სამი სახის ჩაი გვაქვს: „ალპური ლეგენდა“, რომელიც დეკას ფოთლებისგან არის დამზადებული, „ტკბილი სიზმარი“, რომელიც დეკას ფოთლების და პიტნის ნაზავია და „მთის თაიგული“. „მთის თაიგული“ 10 სხვადასხვა მცენარის ნაკრებია. მათ შორის არის: კრაზანა, თავშავა, დეკა, პიტნა, ასკილი, სალბი, ბეგქონდარა, მოცვი და პანტის ჩირი. რამდენიმე თვეში წარმოებაში კიდევ 4 სახის ჩაის ჩავუშვებთ. ძალიან საინტერესო კომბინაციები გვექნება: დეკას ფოთოლი და დეკას ყვავილი, ჟოლო და დეკა, პიტნა და დეკა. ახლა კოლოფების დაბეჭდვას ველოდებით და პროდუქციას თბილისის მაღაზიების ქსელში სავარაუდოდ, ერთ თვეში გავიტანთ”, - განაცხადა კოოპერატივ „არაგველების“ გამგეობის თავმჯდომარე ნათია ფსუტურმა.
1 კოლოფში 50 გრ ჩაი იქნება დაფასოებული. 1 კოლოფი ჩაის ფასი კი 5 ლარიდან დაიწყება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss