ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
KAR.GE #1 საექსპორტო კატალოგს გამოუშვებს
23 იანვარი, 2017, 11:09
KAR.GE #1 საექსპორტო კატალოგს გამოუშვებს

თბილისი (GBC) - მოძრაობა KAR.GE #1 საექსპორტო KAR.GE კატალოგზე მუშაობას იწყებს.

ორგანიზაციის  მიზანია ბეჭდურ და ინტერნეტ საექსპორტო KAR.GE კატალოგებში გააერთიანოს ყველა გამორჩეული ქართული კომპანია, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნის და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად ექსპორტიც აინტერესებს.

ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური KAR.GE კატალოგი იქნება 120 გვერდამდე. გავრცელდება ექსპორტიორებში, საქართველოს საელჩოებში მსოფლიოში, უცხოურ საელჩოებში საქართველოში, მთავრობაში, პარლამენტში, კომპანიებში, ასოციაციებში, ინვესტორთა წრეებში, ტურისტულ ცენტრებში და ა.შ.

გაახლებული ორენოვანი ინტერნეტ KAR.GE კატალოგი კი დაიდება http://kar.ge ვებსაიტზე, სადაც მას მილიონობით სტუმარი ნახავს.

ეს იქნება საქართველოში ერთადერთი სრულფასოვანი ქართულ-ინგლისურენოვანი საექსპორტო კატალოგი, რომელიც გააერთიანებს მხოლოდ ქართულ წარმოებებს, ბრენდებს, პროდუქციას, დისტრიბუტორებს, სავაჭრო ობიექტებს და B2B მომსახურების მიმწოდებლებს თავისი სურათებით და ტექსტებით. პრეზენტაცია მარტის მეორე ნახევარში გაიმართება.

კომპანიების მიერ რეგისტრაციის და საჭირო მონაცემების [ტექსტები ქართულ / ინგლისურ ენებზე და სურათები] მოწოდების ბოლო ვადაა – 2017 წლის 10 თებერვალი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები