ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Limak-ს პრემიერმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო
20 იანვარი, 2017, 09:48
Limak-ს პრემიერმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

თბილისი (GBC) -  პრემიერ-მინისტრმა კომპანია Limak-ს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. 

შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და  უმსხვილესი თურქული კომპანიის  თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შორის დავოსში გაიმართა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იყო.

ითქვა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ კონტექსტში, საუბარი შეეხო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

კომპანია Limak-ი ძირითადად ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებით არის დაინტერესებული. კომპანია ახორციელებს პროექტებს აეროპორტების, პორტების, საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ მართვაში. კომპანია ფლობს სასტუმროთა ქსელს თურქეთის კურორტებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები