| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერ-მინისტრი დავოსში საქმიან შეხვედრებს მართავს.
არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
უკვე გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო კომპანია "Libra Group-ის (The Libra Group) თანამფლობელ, ნიკოლას ლოგოტეტისთან. გიორგი კვირიკაშვილმა მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
Libra Group-ს აქვს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ბიზნესჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია ავიაციის, ენერგეტიკის, საფინანსო სფეროებზე, სასტუმროებსა და უძრავ ქონებაზე.
მანამდე კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Vestas Wind Systems- ის (Vestas) აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს რუნევადმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და რეგიონის ენერგეტიკული ცენტრია, აქვს განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს (ჰიდრო, მზისა და ქარის) შთამბეჭდავი რესურსი.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე „ჭკვიანი" ტექნოლოგიების როლზე ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.
ყურადღების მიღმა არც "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი დარჩენილა. საკითხზე BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან იყო საუბარი.
"ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში,"-განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss