ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
MFX ბროკერ ჯორჯია ველდებულებებს ვეღარ ისტუმრებს  
18 იანვარი, 2017, 18:25
MFX ბროკერ ჯორჯია ველდებულებებს ვეღარ ისტუმრებს  

თბილისი (GBC) – საფინანსო ბაზრის კიდევ ერთ მოთამაშე გაკოტრდა -  "MFX ბროკერ ჯორჯიას" დაზარალებული მეანაბრე პრობლემებს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ფაქტორს უკავშირებს.

„იმ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ აღარავინ შეიტანა თანხები, დაპანიკდა ხალხი და ჩამოიშალა პირამიდა“, - აცხადებს კომპანიის მიერ დაზარალებული მამუკა  კაპანაძე, აღნიშნავს, რომ საბროკერო შენატანები 5000 დოლარიდან იწყება და 150 ათას დოლარს აღწევს. დაზარალებულთა რაოდენობა კი, 300-ს აღემატება.

„უკვე 2 თვეა პროცენტი არ მიგვიღია, თქვეს, რომ კომპანია გაკოტრდა და სხვა კომპანიამ შეიძინა, რაღაც საბუთები მოგვთხოვეს, დრო გაყავდათ“,  -აღნიშნავენ დაზარალებულები, ამბობენ, რომ დღეს მათ არავინ პასუხობს. 

მამუკა კაპანაძე ამბობს, რომ რეაგირებისთვის ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას უკვე მიმართეს, უახლოეს დღეებში კი, ადვოკატის აყვანას და კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებას გეგმავენ.

კომპანია „MFX ბროკერ ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე   3 ოპერირებდა, თანხების მოზიდვას  წლიური 35-45%-იანი სარგებლით მხოლოდ აშშ დოლარსა და ევროში ახდენდა. 

კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ჰოლდინგს MFX Group-ს გააჩნია 10-წლიანი  გამოცდილება  მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის საფინანსო ბაზრებზე.  ჰოლდინგის ოფისები მდებარეობს: რუსეთში, ჩინეთში, ვიეტნამში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, ეგვიპტეში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჰოლდინგის ყოველთვიური ბრუნვა შეადგენს 60 მლნ  დოლარზე  მეტს. 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, “MFX ბროკერ ჯორჯია”  მისი მფლობელის MFX Group-ის მიერ საქართველოში სამშენებლო კომპანიის გახსნას აანონსებდა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები