ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სესხების გალარებას დაზღვევის ძველი ტარიფი აძვირებს
ნინო შუბითიძე
18 იანვარი, 2017, 17:18
სესხების გალარებას დაზღვევის ძველი ტარიფი აძვირებს

თბილისი (GBC) – GBC – ი  თავის მკითხველის, გალარების პროგრამის ბენეფიციარების კითხვებს პასუხობს. 

კამპანიაში ჩართული მსესხებლების ნაწილი დაბნეულია, რადგან  კონვერტირების შემდეგ გალარებული სესხის  განაკვეთი მოსალოდნელ 10%-ის ფარგლებში არ დაჯდა.

ბანკებში აცხადებენ, რომ  პირობები,  კამპანიაში  ჩართულ  ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის  განსხვავებულია:

- იპოთეკური  სესხისთვის არის  6.5% (რეფინანსირების განაკვეთი) +3,5% = 10% -ის ფარგლებში.

- იპოთეკური საკრედიტო ხაზისთვის 6.5% + 4.5% =11%-ის ფარგლებში. ასეთი სესხის მიზნობრიობა წმინდა იპოთეკისგან განსხვავდება,  სხვა ბანკის ვალდებულების გადაფარვის, ან სხვა კომპონენტიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

- იპოთეკით უზრუნველყოფილი  სამომხმარებლო  სავალუტო სესხის, მათ შორის ავტოსესხის, არსებული განაკვეთი გალარების შემდეგ მექანიკურად 3%-ით იზრდება მაგ: 14%+3% =17 %.

ამასთან, ეფექტურ განაკვეთში გათვალისწინებულია დაზღვევის კომპონენტი. ნებმისმიერი საკომისიოსგან (წინმწრებად გადახდის, დამტკიცების, განაღდების)  გათავისუფლებული გასალარებელი სესხების ბენეფიციარები, დაზღვევის პროდუქტებში იმავე ტარიფებით სარგებლობენ, რაც ჰქონდათ 2015 წლის 1 იანვრამდე.  რომელიც ახალ  სესხებზე არსებულ   0.7%-ზე უფრო მაღალია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები