| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რამდენად შეესაბამება ცემენტის ხარისხი მის შეფუთვაზე დატანილ ინფორმაცია და რა ზეგავლენას ახდენს ცემენტის ხარისხი მშენებლობის უსაფთხოებაზე- ამ თემებზე საქართველოს ცემენტის ასოციაციის (GCA) იწყებს აქტიურ მუშაობას.
ორგანიზაცია „ჰაიდელბერგცემენტ კაუკაუსის“ და „კავკაზცემენტის“ შვილობილი კომპანიის - „ჯორჯიან ბილდინგ გროუპის“ მიერ დაფუძნდა.
დამფუძნებელთა განცხადებით, აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ყველა პროდუქტის შემოწმება, რათა ცემენტის ხარისხი შეფუთვაში განთავსებულ პროდუქტს შეესაბამებოდეს.
შესამოწმებელი ტომრები ღია ბაზარზე კვარტალში ერთხელ ანონიმურად იქნება შეძენილი და გაგზავნილ იქნება ლაბორატორიებში „ბრმა“ ტესტის ჩასატარებლად. შემოწმება დამოუკიდებელი და ნეიტრალური ლაბორატორიების საშუალებით უნდა განხორციელდეს, როგორიც არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო პროცესს კურირებას, დამოუკიდებელი და ნეიტრალური მხარის სახით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს.
ასოციაციის მიზანს კარგად ცნობადი ხარისხის ნიშნის შექმნა წარმოადგენს. GCA წევრობა გაიგივებული და დაკავშირებული იქნება ხარისხიან პროდუქციასთან. შესაბამისად, ყოველი ახალი წევრი ასოციაციის წევრობის მინიჭებამდე ხარისხის შესაბამის შემოწმებას გაივლის და ასოციაციის წევრობა მხოლოდ შესაბამისი ხარისხის გამოვლენის შემთხვევაში მიენიჭებათ.
საქართველოს ცემენტის ასოციაცია აქტიურად იმუშავებს ცემენტის და სხვა სამშენებლო მასალების სექტორისთვის საინტერესო და პრობლემატურ საკითხებზე. ასოციაციის დღის წესრიგში ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.
„საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში იარსებოს კონკურენტუნარიანმა და ეკონომიკურად მდგრადმა ცემენტის ინდუსტრიამ. ეს კი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა მომავალში არ დადგეს სხვა ქვეყნებიდან ცემენტისა თუ შესაბამისი ნედლეულის იმპორტირების საფრთხის წინაშე, რაც ავტომატურად ნიშნავს სამუშაო ადგილების, სამუშაო ძალის, ცოდნისა და გამოცდილების გადინებას ჩვენი ქვეყნიდან“, - აცხადებენ ასოციაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss