| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მიერ გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებს, მიიჩნევს, რომ შესაძლოა გაიზარდოს პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური დანაკარგები.
პრეზიდენტის პოზიციაზე მისმა პრეს -სპიკერმა ისაუბრა.
ეკა მიშველაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.
პრეს-სპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა. პრეზიდენტი საუბრობდა ასევე, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება - სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა. 2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ „გაზპრომის“ თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა.
შეგახსენებთ, მიღწეული შეთანხმებით "გაზპრომ - ექსპორტი" სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას გადაუხდის, ნაცვლად დღეს მოქმედი ნატურით ანაზღაურებისა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss