| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბრენდების ZARA -ს და MANGO-ს კონტრაქტორი თურქული კომპანიის წარმომადგენლები გურიაში ფაბრიკისთვის ადგილს არჩევენ.
კომპანია ENA Textile-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაბრიკის მშენებლობის ინტერესი და საბოლოო გადაწყვეტილებამდე დეტალებს აზუსტებს
გურიის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, ბიზნესმენებმა ოზურგეთში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი" მოინახულეს, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება იქნება შესაძლებელი.
„გუბერნიის ოფისში ძალიან მომზადებულები დაგვხდნენ. ვაგრძელებთ ჩვენს კვლევებს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც ZARA -ს, ასევე MANGO -ს, პროდუქციის წარმოებაზე, შესაბამისად, თუკი საბოლოო ყურადღება გურიაზე შეჩერდება, ამ ორივე კომპანიის ბრენდის აქ წარმოებაზე იქნება საუბარი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფაბრიკაში პირველ ეტაპზე დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, ხოლო საბოლოო ჯამში მათი რიცხვი სავარაუდოდ 1000-მდე გაიზრდება. საინვესტიციო თანხა რამდენიმე მილიონი დოლარი იქნება“,- განაცხადა კომპანია ENA Textile სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილმაზ აჯარიმ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss