| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას პროგნოზირებს.
გიორგი კეპულაძე ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, აქციზური საქონლის გაძვირებით არის განპირობებული, რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე ზრდას ელის.
ამ დროისათვის განაკვეთი 6,5%-ია და სექტემბრის შემდეგ არ შეცვლილა. ეროვნულ ბანკში კი, კომიტეტის სხდომა 25 იანვარს გაიმართება.
კეპულაძე ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდასაც ელის. აღნიშნავს, რომ 100 ათასამდე სესხების ლარში გაიცემა, გაზრდის მოთხოვნას ეროვნულ ვალუტაზე, შესაბამისად, ბანკებს რესურსის მობილიზება მოუწევს, რაც სავარაუდოდ, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარის სესხებზე.
ერთ-ერთი მეთოდი ლარის მოსაზიდად, რომელიც შესაძლოა ბანკებმა გამოიყენონ, დამატებითი დეპოზიტების მოზიდვაა, ანუ საპროცენტო განაკვეთებმა ლარის დეპოზიდებზე შესაძლოა მოიმატოს, ეს კი თავისთავად აისახება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე ლარში გაცემულ სესხებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss