| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გლობალურმა ეკონომიკის კრიზისმა უმდიდრესი ადამიანები უფრო გაამდიდრა, - აცხადებს საერთაშორისო გაერთიანება OXFAM კვლევაზე დაყრდნობით.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 8 უმდიდრესი ადამიანის ქონება ზუსტად იმდენივეა, რამდენსაც დედამიწის ღარიბი მოსახლეობის 50% ფლობს.
უფრო კონკრეტულად ბილ გეითსის ($75 მლრდ), ამანსიო ორტეგას ($67 მლრდ), უორენ ბაფეტის (60,8 მლრდ), კარლოს სლიმის ($50 მლრდ), ჯეფ ბეზოსის ($45,2 მლრდ), მარკ ცუკერბერგის ($44,6 მლრდ), ლარი ელისონის ($43,6 მლრდ) და მაიკლ ბლუმბერგის ($40 მლრდ) ქონება ჯამში 426 მილიარდია და ამდენივეს ფლობს დედამიწაზე მცხოვრები 3,6 მილიარდი ღარიბი.
OXFAM-ის ცნობით, 2009-2016 წლებში 793 ადამიანის ჯამური კაპიტალი ყოველწლიურად 11%-ით იზრდებოდა და 2,4 ტრილიონიდან 5 ტრილიონამდე გაიზარდა. თუ ზრდის ძველებური ტემპი შენარჩუნდება, უახლოეს 25 წელში დედამიწაზე პირველი ტრილიონერი გაჩნდება.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრება გლობალური სიღარიბის გაღრმავების ფონზე ხდება. OXFAM-ის ცნობით, მხოლოდ ბოლო წელს მოსახლეობის ნახევარზე მეტის წილი გლობალურ სიმდიდრეში 0.7-დან 0,2%-მდე შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss