ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავოსი ჩინელი ლიდერის დებიუტის მოლოდინშია
ნინო შუბითიძე
16 იანვარი, 2017, 14:40
დავოსი ჩინელი ლიდერის დებიუტის მოლოდინშია

თბილისი (GBC) –  პრემიერეთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე  გასამგზავრებელი  დელეგაცია დღის ბოლომდე დაკომლექტდება.

გიორგი კვირიკაშვილი,  პრემიერის რანგში უკვე მეორე ფორუმზე შეეცდება პოტენციური ინვესტორების  დარწმუნებას, რომ  ჩვენი ქვეყანა  მათი კაპიტალის დასაბანდებლად ყველაზე ხელსაყრელია.

აბრეშუმის გზა წელს დავოსშიც აქტუალურია - „ერთი სარტყელი - ერთი გზა". ევროპულ ფორუმზე წელს პირველად, მონაწილეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა  და ჩინეთის  კომუნისტური პარტიის  ლიდერი  სი ძინპინი. 

შედგება თუ არა ჩინეთის დელეგაციასთან ქართველების შეხვედრა უცნობია, თუმცა ყველა პოტენციურ ინვესტორთან პრემიერი  სავარაუდოდ,  ისაუბრებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  მათ შორის  საუკუნის   ღრმაწყლოვან პორტზე. ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის  განვითარების მოქნილი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.  კვირიკაშვილს კოდექსში ახლადშესულ ცვლილებებზე (ავანსის დაბეგვრა;  რეინვესტორებული მოგების გადსახადისგან  გათავისუფლება), ასევე სააქციზო საქონელზე გაზრდილ გადასახადზეც მოუწევს საუბარი,  რომელთა შორის მხოლოდ სიგარეტი არ არის. 

რეგიონის ეკონომისტებს ისეთი შთაბეჭდილება  აქვთ, რომ მსოფლიო დიდად არ ემზადება ფორუმისთვის, სადაც  გლობალური ეკონომიკის კაპიტნები წელს აჯამებენ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები