| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სწრაფი კვების რესტორნების ქსელი KFC გაფართოებას განაგრძობს.
კომპანიის ცნობით, ბრენდის ახალი რესტორანი გლდანში, „სითი მოლში“ სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში გაიხსნება.
ადგილზე სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სარესტორნო ქსელის მფლობელთა ცნობით, თითო რესტორნის გახნისთვის 500 000 დოლარი ინვესტიცია ხორციელდება, წელს, ჯამში, 3 ობიექტის გახსნა იგეგმება, განიხილება საბურთალოზე დაბრუნებაც, პეკინზე დახურული ფილიალის სანაცვლოდ.
1,5 ქსელის გაფართოებისთვის კი, წლიური საინვესტიციო პორტფელი დაახლოებით, ევროა.
KFC ამჟამად, 3 სწრაფი კვების ობიექტს ფლობს - ჭავჭავაძის გამზირი #26-ში, ქავთარაძის ქუჩა #1 (სითი მოლი) და ნავთლუღის ქუჩა #8 ა -ში (ისანი მოლი).
შეგახსენებთ, რომ ამერიკული ბრენდი KFC ქართულ ბაზარზე 2014 წლის დეკემბერში, KFC –ის და Iberia Food Company-ს შორის ფრენჩაიზის ხელშეკრულების თანახმად შემოვიდა და ის ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ორი რესტორნითაა წარმოდგენილი, პეკინის #12-სა და ქავთარაძის #1-ში.
გეგმის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში, კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით, ბრენდის 10 ობიექტი უნდა გახსნას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss