| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აგროტურიზმში აქტიურად ჩართული „შატო დიო“ წარმოებული ღვინის ექსპორტს გეგმავს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში მდებარე ამხანაგობამ 10 000 ლარამდე გრანტი მიიღო, რაც საოჯახო მეღვინეობის ბიზნესის განვითარებაზეა მიმართული, კერძოდ, ამხანაგობის წევრებმა შეიძინეს ყველა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ.
"შატო დიო" სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმროს ფლობს და ტრადიციულ გარემოში ტურისტებს მასპინძლობს.
შატომ გასულ შაბათს პრემიერსაც უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურში უკვე ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდას, დასაქმებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss