ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნიკოლოზ გაგუა:გალარების პროგრამა არ ზღუდავს მსესხებლებს პარტნიორი ბანკის არჩევაში
16 იანვარი, 2017, 11:32
ნიკოლოზ გაგუა:გალარების პროგრამა არ ზღუდავს მსესხებლებს პარტნიორი ბანკის არჩევაში

თბილისი (GBC) - 17 იანვრიდან საქართველოში გალარების პროგრამა იწყება.

მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ გზით, სავალუტო მსესხებლებს გაცვლითი კურსის წნეხისგან გათავისუფლების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა პროგრამა ნებაყოფლობითია და ამიტომ თავად მსესხებელმა უნდა გადაწყვიტოს რა ვალუტაში ექნება მას იპოთეკური სესხი- დოლარში თუ ლარში.

ამასთან, გალარების პროგრამა არ ზღუდავს მსესხებლებს პარტნიორი ბანკის არჩევაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს,  რომ თუ მსესხებელს  მისი მომსახურე ბანკის პირობები  არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს.

მინისტრის მოადგილემ მედიას რამდენიმე საინტერესო კითხვაზეც უპასუხა.

მოსალოდნელია თუ არა ლარში სესხების გაძვირება?

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.  დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა.

რამდენ ხანს გაგრძელდება გალარების აქცია? ხომ არ არის მოსალოდენლი ვადის გაგრძელდება? 

გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ 2 თვე გაგრძელდება.  თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამა არის ლარიზაციის მასშტაბური რეფორმის ერთერთი პირველი ეტაპი. ლარიზაციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენს მიერ შევისწავლილი იქნა სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ქვეყნების რამოდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.

როგორი იქნება ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი?

როდესაც გალარებაზე ვსჯელობთ, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო დარეგულირებული.  ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამდენად, ვთვლით, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში იქნება მისაღები.

როგორი იქნება კონვერსიის ხარჯი და მას ვინ დაფარავს?

კონვერსიის პროექტი არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ფიზიკურ პირებს, რომ მათ გააკეთონ კონვერსია, არამედ მთლიანად ეკონომიკას, რომ მოხდეს ლარიზაცია. ამით ისარგებლებს მთელი ეკონომიკა.

გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა უზრუნველყოფაში გამოყენებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, აღნიშნული პროცესი საჯარო რეესტრში გათავისუფლებული იქნება ყველა სახის საფასურის გადახდისაგან.

კიდევ ორ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას - კონვერსიის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ. გაიაფების პირველი წყარო არის ის, რომ გადახურდავება ხდება კურსით, რომელიც არის იმ დღეს არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტი, ანუ უკვე ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი.

და ასევე, როდესაც სესხი მსესხებელს აქვს ლარში და შემოსავალიც - ლარში, ეს გაცილებით უფრო მოხერხებულია მისთვის. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს. 

სესხების გალარების პროგრამა ნებაყოფლობითია. კიდევ რატომ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა პოტენციურმა მონაწილემ?

ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას.

აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ  მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი.

ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები