| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წელს საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება უცხოური გამოცემების ფავორიტია.
ამჯერად, საქართველო, კერძოდ კახეთი ამერიკული Forbes-ის ფოკუსში მოექცა, ის 2017 წელს ღვინის 12 საუკეთესო მიმართულებას შორისაა.
გავლენიანი გამოცემა მკითხველს კახეთის მონახულებას მაისში ურჩევს, აღნიშნავს ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციაზე და ტურისტებს ქართული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველო როგორც ღვინის ტურისტული მიმართულება არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.
საქართველოს გარდა Forbes მკითხველს იტალიაში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში, ჩილეში, ესპანეთში , საფრანგეთსა თუ კალიფორნიაში ჩასვლას წელიწადის თვეების მიხედვით ურჩევს.
http://www.forbes.com/sites/lmowery/2017/01/13/the-top-twelve-underrated-wine-regions-to-visit-in-2017-a-month-by-month-guide/#281b995761fe
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss