| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 14 იანვარს, ამბროლაურში აეროპორტი იხსნება.
ახალი აეროპორტი 16:00 საათზე პირველ თვითმფრინავს მიიღებს, რომლის მგზავრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
მთავრობის მეთაური აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც უმოკლეს დროში აშენდა.
ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.
პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.
მთავრობა მიიჩნევს, რომ აეროპორტი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss