ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
VimpelCom Eurasia Mobile Challenge -ის ფინალისტებს ასახელებს
13 იანვარი, 2017, 14:28
VimpelCom Eurasia Mobile Challenge -ის ფინალისტებს ასახელებს

თბილისი (GBC) – VimpelCom (ბილაინი) Eurasia Mobile Challenge -ის ფინალტებს ასახელებს - კონკურსის ფინალში მოსახვედრად 24 გუნდი განაგრძობს ბრძოლას.

ფინალი 2017 წლის 24 და 25 იანვარს ჩატარდება ერევანში. გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდია:  I ადგილი - 20 000$, II ადგილი - 15 000$, III ადგილი - 10 000$.

Eurasia Mobile Challenge -ის მიზანია, ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული  ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართოს  და  შექმნას ახალი, წარმატებული მობილური პროექტები.

Eurasia Mobile Challenge -ი კომპანია ბილაინის, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი კამპანიის, MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში ტარდება.

24 გამარჯვებული გუნდი თავის ინოვაციურ იდეებს  10 წევრისგან შემდგარ ჟიურის წარუდგენს. ჟიური დაკომპლექტებულია ციფრული სფეროს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

რეგიონალური ფინალზე გამოვლენილი სამი გამარჯვებული გუნდი პირველობის მოსაპოვებლად Global Mobile Challenge-ზე  გაემგზავრება, რომელიც მსოფლიო მობილურის კონგრესზე,  2017 წლის 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ბარსელონაში ჩატარდება.

"პროექტის  „Eurasia Mobile Challenge“ მიზანია  მოვიწვიოთ და ჩავრთოთ თანამედროვედ მოაზროვნე,ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი და  მივცეთ მათ შესაძლებლობა მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც შემდგომ მათ მომავალს უზრუნველყოფს -  აღნიშნა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა - ჩვენ ამაყები ვართ რომ აპლიკანტების რაოდენობა  წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და შესაბისად სულ უფრო და უფრო რთული ხდება საუკეთსო პროექტების შერჩევა .“

2016-ის Eurasia Mobile Challenge - ის  საქართველოში  გამარჯვებული გუნდებია: Augep , Treepex, Persomedic

გამარჯვებულბის და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს:  www.eurasiamobilechallenge.com

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები