ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე პრეზიდენტის შენიშვნებს არ ეთანხმება
ნინო შუბითიძე
13 იანვარი, 2017, 13:25
კობა გვენეტაძე პრეზიდენტის შენიშვნებს არ ეთანხმება

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორის ახალი რეგულაციების საკანონმდებლო პაკეტმა საკმაოდ კომპეტენტური ექსპერტიზა გაიარა და არ ვფიქრობ, რომ რამე შესაცვლელია. - განცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ქვეყნის პრეზიდენტის შენიშვნების პასუხად. 

კობა გვენეტაძე არ იზიარებს ვერსიას, თითქოს  საფინანსო სექტორთან კონსულტაციები არასაკმარისი იყო, ამბობს, რომ შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა მხარეს შეეძლო შენიშვნების გამოთქმა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება, მათ შორის ონალინ სესხების კომპანიებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასოციაციების მეშვეობით.

„ამ ყველაფერის მიუხედავად, თუ საჭირო გახდა  კანონში ტექნიკური კორექტივები სებ-ი თავისი კომპეტენციის  ფარგლებში მათ განახორციელებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.  

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, თუმცა, გარკვეული დათქმით, რომ სებ-ი ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს გამოასწორებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები