ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰუალინგი: ავიაკომპანიის ოპერირების დაწყება გაპრობლემდა  
13 იანვარი, 2017, 12:46
ჰუალინგი: ავიაკომპანიის ოპერირების დაწყება გაპრობლემდა   

თბილისი (GBC) – „ჰუალინგის“ დაარსებული ავიაკომპანია Myway airlines-ს საჭირო სერტიფიკატი ამ დრომდე არ მიუღია.

რატომ გაჭიანურდა პროცესი, კომპანიაში არ აზუსტებენ. ჯგუფის გენერალური დირქტორი ამბობს, რომ საკითხი გაპრობლემდა, თუმცა  მოლაპარაკებები და მზადების პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს,  ვადების დასახელება კი უჭირს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ Myway Airlines-ი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ქართული სერტიფიკატის მისაღებად სამუშაოებს აგრძელებს, აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა-განხილვა და სააგენტოს მხრიდან კომპანიას დაბრკოლება არც ერთ ეტაპზე არ შექმნია.

რაც შეეხება მიერ ნახსენებ შეფერხებას, სააგენტოს ინფორმაციით,ა ღნიშნული კომპანიის მხრიდან საჰაერო ხომალდების შეძენის პროცესის გაჭიანურებას უკავშირდება.

„Myway Airlines-ი თავდაპირველად აპირებდა 2006 წელს გამოშვებული ბოინგები შეეძინა, შემდგომ კი არჩევანი 2010 წლის მოდელებზე შეაჩერა“ - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, ჰუალინგმა საქართველოში ავიაკომპანიის გახსნის გეგმაზე 2016 წლის მაისში განაცხადა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები