| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორები საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვლენ.
თიბისი ჯგუფის ცნობით, შეხვედრებზე ტექნიკური დეტალების დაზუსტება მოხდება.
ცოტა ხნის წინ, ჯგუფის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტენდერით უკვე შეარჩიეს ამერიკული კომპანია, რომელიც ჰოსპიტალის მენეჯმენტს გაახორციელებს, თუმცა მაშინ დეტალები არ დაუზუსტებია.
150 საწოლიანი ამერიკული ჰოსპიტალის პროექტი რამდენიმე წლის წინ დაანონსდა, თუმცა განხორციელება ტექნიკური საკითხების გამო ამ დრომდე გაჭიანურდა.
კლინიკა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ განთავსდება. პროექტს “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი განახორციელებენ.
პროექტის საბოლოო ბიუჯეტიც უცნობია, სავარაუდოდ, 40-დან 60 მლნ აშშ დოლარის დიაპაზონში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss