ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო კომპანია ჰელს ქეარ გრუპის მფლობელობაში გადადის
12 იანვარი, 2017, 11:13
აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო კომპანია ჰელს ქეარ გრუპის მფლობელობაში გადადის

თბილისი (GBC) - აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო კომპანია „ჰელს ქეარ გრუპის“  ხელში გადადის.

საავადმყოფოს შესაძენ აუქციონზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, 762 ბიჯით, საავადმყოფო 2,5 მლნ ლარად გაიყიდა.

ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 36 თვის ვადაში.

პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიცია.

ოფიციალური მონაცემებით, „ჰელს ქეარ გრუპის“   დამფუძნებელი და დირექტორი გოჩა ბაკურაძეა, რომელიც ნანიეშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორიაცაა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები