ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს იაპონური ინვესტიციების მოზიდვა სურს
12 იანვარი, 2017, 10:45
საქართველოს იაპონური ინვესტიციების მოზიდვა სურს

თბილისი (GBC) - საქართველოს იაპონური ინვესტიციების მოზიდვა სურს.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრეს.

შეხვედრაზე იაპონური მხარისთვის პრეზენტაცია გაკეთდა საქართველოში არსებული  ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მათ შორის განიხილეს გონიოსა და წყალტუბოს კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობები და იაპონიაში ქართული საექსპორტო პროდუქციის პოპულარიაზაციის საკითხები.

გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ JICA-ს მეშვეობით საქართველოში განხორციელდა საგრანტო დახმარების მრავალი პროგრამა, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაცია და განვითარება.

ამჟამად JICA ახორციელებს მსხვილ პროექტებს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, განახლებადი ენერგიის კუთხით  JICA-მ  4 მლნ. აშშ დოლარზე მეტი გრანტი გამოყო და დაახლოებით 45 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის - დაახლოებით 190 მლნ. აშშ დოლარი სესხი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები