ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გამყრელიძე: GEPHA ბაზარზე 2 დომინანტი კომპანიის პოზიციებს შეარყევს
11 იანვარი, 2017, 13:00
გამყრელიძე: GEPHA ბაზარზე 2 დომინანტი  კომპანიის პოზიციებს შეარყევს

თბილისი (GBC) – “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG) ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას პროგნოზირებს, რითაც მოგებული მომხმარებელი დარჩება.

GHG-ის შვილობილი, ფარმაცევტული ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) გეგმებზე,  ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესკონტაქტთან“ ისაუბრა.

ამბობს, რომ ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე 2 დომინანტი (პსპ, ავერსი) კომპანიის პოზიციებს შეარყევს და არსებულ სუსტ კონკურენციას გაამძაფრებს.

„უფრო კონკურენტული ბაზარი, ლოგიკურად, წარმოშობს უკეთეს შეთავაზებებს და უკეთეს ფასებს მომხმრებლისთვის და ამას  უნდა ველოდოთ“, - ამბობს ნიკოლოზი, აღნიშნავს, რომ კომპანია  კომბინირებული, დიდი შესყიდვებით მასშტაბის ეკონომიას მიიღებს, რაც გამოიხატება იმაში,რომ მომწოდებლებისგან  უკეთესი ფასები ექნებათ და ეს მომხმარებლისთვის უკეთეს ფასებში აისახება.

კომპანიაში ამბობენ, რომ GEPHA -ში გაერთიანებული ჯიპისი და ფარმადეპო არსებულ ნიშნებს შეინარჩუნებს და გააძლიერებს. კერძოდ, ჯიპისი იქნება მეტად კონცენტირებული პარაფარმაციასა და კოსმეტიკაზე, მაშინ როდესაც ფარმადეპო უფრო კლასიკური აფთიაქის ჭრილში იმუშავებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები