| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს.
12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირებაზე 2.33 მლნ დოლარი და 2.44 მლნ ლარი დაიხარჯება.
მთავრობის ცნობით, გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომზადდება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, განსახლების სამოქმედო გეგმა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის დროულად დასრულებას.
მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს მომსახურების დაწყებიდან 14 თვეს.
გაზა დაიწყება არსებული რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, სოფელ ჩუმათელეთში და დასრულდება სოფელ ხევში, ის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთად მიიჩნევა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, ოთხი წლის განმავლობაში, 800 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss