ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
gamarjobablog: რეალობად ქცეული ბავშვობის ოცნება - დიზაინერ ზვიად ციკოლიას გზა დიდ ავიაციამდე
10 იანვარი, 2017, 17:21
gamarjobablog: რეალობად ქცეული ბავშვობის ოცნება - დიზაინერ ზვიად ციკოლიას გზა დიდ ავიაციამდე

თბილისი (GBC) – „ზვიად ციკოლია, ვისაც დღეს კარგად იცნობენ, როგორც მანქანების, საათებისა და სამხედრო ტექნიკის დიზაინერს, ახალ პროექტზე მუშაობს. მალე მისი ნამუშევრების კოლექციას პირველი თვითმფრინავი შეემატება - ის ბავშვობის ოცნებას აიხდენს და საკუთარი ხელით შექმნის თვითმფრინავს“, - ცნობილ დიზაინერის ახალ გატაცებას gamarjobablog სტატიას უძღვნის.

ბლოგში აღნიშნულია, რომ  ზვიადის თვითმფრინავი ერთადგილიანი იქნება, მსუბუქი და ადვილად სამართავი, დაახლოებით 150-160 კმ სთ-ში სიჩქარეს განავითარებს. როგორც დიზაინერი ამბობს, სახელი მისთვის უკვე დიდი ხანია შერჩეული აქვს.

"როცა ჩემი ძმისშვილი ელიზაბეტა დაიბადა, ის პირველი გოგონა იყო ჩვენს ოჯახში, ამიტომ მაშინვე გადავწყვიტე, რომ ამ თვითმფრინავს "ლიზას" დავარქმევდი. "ლიზა" იქნება ფერადი, პირველი ალბათ ლაჟვარდისფერი, თიბისი ბანკის კორპორატიული ფერის. ალბათ წლის ბოლომდე შევძლებთ მის დასრულებას, საცდელ ფრენებს პროფესიონალი პილოტები განახორციელებენ, უკვე გამოთქვეს ამის სურვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამასობაში მეც ავიღებ მფრინავის ლიცენზიას და შევძლებ ფრენას."

რა გამოყენება ექნება დაახლოებით 5 მეტრის სიგრძის ერთადგილიან თვითმფრინავს, ამაზე ზვიად ციკოლიას ბევრი პასუხი აქვს. ისეთი რელიეფის მქონე ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მისი გამოყენება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვით და საზღვრის დაცვის სფეროებში. ვინაიდან ის პატარა და კომპაქტურია, მცირე ზომის მინდორზეც შეძლებს აფრენა-დაჯდომას.

"შეერთებულ შტატებში ძალიან ფართოდ არის განვითარებული ამგვარი მცირე ზომის ავიაცია. ყველა სოფელში არის ერთი ან ორი აეროდრომი და ფერმერები აქტიურად გამოიყენებენ მცირე ზომის თვითმფრინავებს. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა არის, ის რომ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შევძლოთ. მთავარი ხიბლი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის რომ შედარებით იაფად მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია შევქმნათ."

სამომავლო გეგმებთან ერთად გვიმხელს გულისტკივილს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა არ ხდება. ზვიადი ამბობს, რომ უამრავმა ნიჭიერმა პროფესიონალმა არსებული ბარიერების გამო საქმეს თავი მიანება, მაშინ როცა არსებობს პოტენციალი განვითარდეს დარგი, დაგროვდეს მეტი ცოდნა და ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რაც ეკონომიკას დიდი სარგებელს მოუტანს.

ჯერ ზუსტი ღირებულება არ იცის, თუმცა ამბობს, რომ "ლიზა" "კარგი მანქანის" ფასი ეღირება, ისე რომ დაინტერესებულ პირებს მისი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

"პირველი გაფრენა ბევრჯერ მაქვს წარმოდგენილი, საკმაოდ ლამაზად და პომპეზურად, რა თქმა უნდა, საქართველოში. ამ პროექტში ბევრი ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალია ჩემთან ერთად ჩართული და ეს არ არის პროექტი პროექტისთვის. ჩვენ ჭკუამხიარული პატრიოტები ვართ და გვინდა, რომ ქართული პროდუქტი შევქმნათ, რომლითაც არა მარტო ჩვენ, მისი შემქნელები ვიამაყებთ.

ვრცლად იხილეთ: http://gamarjobablog.com/blogview.php?id=38

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები