| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „თბილღვინომ“ პროდუქციის ასორტიმენტს ჭაჭა დაამატა და 2016 წლის საექსპორტი გადაზიდვებში მნიშვნელოვანი მოცულობთ იყო წარმოდგენილი. სულ 3 სახეობაა, რქაწითელის, საფერავის, ასევე საფერავის, კასრში დაძველებით. ძირითადი ბაზარია ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა. რუსეთს საექსპორტო ნუსხაში ჭაჭაზე შეზღუდვა აქვს.
2016 წლის ახალი პროდუქტი ასევე იყო ქისის ქვევრის ღვინო, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. 2016 წლის ყველაზე საინტერესო ბაზარი იაპონია იყო, ყველაზე მზარდი ჩინეთი, გაუმჯობესებულია უკრაინის ბაზარიც.
ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მხვილი ექსპორტიორი კომპანიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2016 წელს არსებულ ბაზრებზე გაფართოების შესახებაც აცხადებს. რუსეთში სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით ღვინო უკვე 4 პარტნიორთან თანამშრომლობით გააქვს. ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი არ არის დომინანტი, გაყიდვებში მხოლოდ 20%-იანი წილი არის წარმოდგენილი.
კომპანიას პარტნიორი დაემატა იაპონიაშიც, უკვე 3-თან თანამშრომლობს. ბაზარი მნიშნელოვანია მცირე გადაზიდვების მიუხედავად.
გადაზიდვები გაიზარდა ჩინეთშიც. ქართული ღვინისთვის ძირითადია სინძიანის პროვინცია, როგორც იცით ყაზახეთს ესაზღვრება, თუმცა "თბილღვინო" უფრო მასშტაბურად, 10-ზე მეტი პარტნიორის საშუალებით მსხვილ პროვინციაშია წარმოდგენილი, მათ შორის შანხაიში და ჰონგ კონგში.
გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, 2016 წელს "თბიღვინოს" ექსპორტი 10%-ით არის გაზრდილი (Y.Y). ის ადგილობრივი ბაზრის პოზიტიურ ტრენდზეც აცხადებს, საქართველოში „თბილღვინოს“გაყიდვები 15%-ით არის მომატებული. ადგილობრივ მოხმარებაში ბოთლის ღვინომ ჩამოსასხმელი მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წელი პროდუქტიული იყო ქართული ვაზის ჯიშების აღდენის კამპანიისთვისაც, გაშენებულია 160 ჰა ვენახი, სულ საფერავი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss