| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალი სრული დატვირთვით 2017 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ სექტემბერში ამოქმდდება.
12 000კვ2 შენობის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ფასადის შემინვა მიმდინარეობს. ახალი ტერმინალი მხოლოდ ჩამოსულ მგზავრებს გაატარებს. არსებული გამგზავრების ტერმინალი გახდება და ერთმანეთს ე.წ პიერის შენობით, სპეციალური ხიდის მეშვეობით დაუკავშირდება.
ტავ ჯორჯიას ცნობით, აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს.
ახალი ტერმინალის გახსნის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3.500 000 მგაზვრს მოემსახურება.
შეგახსენებთ, “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.
კომპანიას საქართველოში 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss