| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თურქეთი უცხოელი ტურისტების ნაკლებობაზე ჩივის.
პოპულარული ტურისტული კურორტის, ანტალიის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2016 წელს 2004 წლის მაჩვენებლამდე შემცირდა და მხოლოდ 6 მლნ შეადგინა, რაც 43%-ით ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელზე.
ლენტა.რუს ცნობით, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 7-ჯერ, 500 000-მდე შემცირდა, გერმანიიდან 3-დან 1,9 მილიონამდე.
ბოდრუმს გასულ წელს 453 ათასი დამსვენებელი სტუმრობდა, 44%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. მათ შორის რუსეთიდან 91%-იანი კლებაა.
ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად, ტურისტების ნაკადი შემცირდა სტამბულშიც. ქალაქმა 9,2 მლნ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, წლიურად 26%-იანი ვარდნაა.
ტურიზმის ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახა თურქეთში დაძაბული პოლიტიკური ვითარება, გადატრიალების მცდელობა და გახშირებული ტერაქტები, ასევე რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss