ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ZARA გურიაში სამკერვალო ფაბრიკას გახსნის
10 იანვარი, 2017, 00:29
ZARA  გურიაში სამკერვალო ფაბრიკას გახსნის

თბილისი (GBC) - "თურქული კომპანია ENA Textile დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ესპანეთში იყვნენ წასულები, შეიკრიბა საბჭო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში აეშენებინათ ZARA-ს საწარმოო“, - ამის შესახებ "აიპრესთან" გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გია სალუქვაძემ განაცხადა.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული "აიპრესთან" აღნიშნავს, რომ სალუქვაძე განმარტავს, რომ ENA Textile-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ხვალ იყო დანიშნული.

"შეხვედრა 12 საათზე უნდა გვქონოდა, სამწუხაროდ სტამბოლის აეროპორტში შექმნილი ვითარების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მაგრამ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთი კვირის თავზე, 16 იანვრისთვის ჩამოვლენ. 

მენეჯმენტის მთლიანი "სტაფი" ჩამოდის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ნახონ ტერიტორია და სამართლებრივი საკითხები გავიაროთ.

მისი თქმით, ინვესტორს შესთავაზებენ ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიას, რომელიც გადაეცემა კომპანიას და 8-9 თვეში საწარმო აშენდება, საუბარია 5 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. 

შეგახსენებთ, ZARA Inditex-ის წამყვანი სავაჭრო ქსელია, რომელიც ესპანელ მაგნატს ამანსიო ორტეგას ეკუთვნის. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები