| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ–იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიასთან - „IRD ENGINEERING”-თან ხელშეკრულება გააფორმა.
საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 4 964 791 აშშ. დოლარი და 3 643 680 ლარია.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონიოს გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss