| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკული კომპანია McDonald's ჩინეთში ქსელის 80%-ს 2.08 მილიარდ დოლარად გაყიდის.
მყიდველი კომპანიები Citic და Carlyle Group არიან, ისინი ფრანჩაიზებსაც მიიღებენ, მომდენო 20 წლის განმავლობაში რესტორნების ქსელის განვითარებაზე, რომელიც ამჟამად 2200 რესტორანს აერთიანებს.
ინფორმაცია Citic-მა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარიგებით, Citic მიიღებს ბიზნესის 52%-იან წილს, Carlyle 28%-ს. თავად ამერიკული კორპორაცია 20%-იან წილს შეინარჩუნებს.
მედია იხსენებს, რომ 2016 წლის ივნისში McDonald's-მა 5-ზე მეტი წინადადება მიიღო ჩინეთსა და ჰონგ-კონგში რესტორნების ქსელის გაყიდვაზე. Reuters -ის წყაროს ცნობით, ქსელის ყიდვის მსურველებს შორის იყვნენ უმსხვილესი ჩინური კორპორაციები Beijing Tourism Group, Sanpower და ChemChina. გარიგების ღირებულება სააგენტოს ცნობით, $3 მლრდ იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss