| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა.
G&T-ის ცნობით, მომდევნო 10 წლის გეგმის მიხედვით, მოხმარების ოპტიმისტურ ტემპად, ნაცვლად 5.0%-ისა, მიჩნეულ იქნა 3.5%. ამ ტემპით, 2027 წლის მოხმარება 16.4 მლრდ კვტ.სთ-ს გაუტოლდება.
აღნიშნულს 2017-2027 წლების საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს.
წინამორბედი გეგმისგან ახალი ასევე განსხვავდება გადამცემი ხაზების ექსპლუატაციაში შესვლის თარიღებთან დაკავშირებული დაშვებებით.
დიდი ჰიდროპროექტების (ხუდონი, ნენსკრა, ონი) მშენებლობის დასრულების თარიღების გადაწევასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტიც გადაიწია დროში.
2017-2027 წლების განმავლობაში საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში გაწერილი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 735.4 მლნ ევროს, რომლის დაახლოებით 40%-იც მოდის 2017-2019 წლებზე.
ჯამური ათი წლის საინვესტიციო მოცულობა, წინა 2016-2026 წწ. გეგმის მიხედვით, შეადგენდა 800 მლნ ევროს. საინვესტიციიო მოცულობის შემცირება ძირითადად გამოწვეულია 2016 წელს დასრულებული პროექტების (500 კვ. მარნეულის ქ/ს, ქსანი 500 ქ/ს და სხვა) გეგმიდან ამოღებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss