| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბანკები $40 000 -იანი მსესხებლებისთვის გალარების შეთავაზებას ამზადებენ.
რამდენიმე ბანკის (ვითიბი, თიბისი) ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ კონვერტაცია ეროვნული ბანკის გათვალისწინებული $400 მილიონის ათვისებამდე დაიწყება, ლარის ნაშთებიდან.
გირაოს ბაზის გაფართოებით კი, გალარებული პორტფელით ბანკი სებ-იდან გარკვეულ ტრანშს წამოიღებს, საყოველთაო დათქმით (-20%). სქემა მარტივია მაგ: 100 ₾ -ზე - 80₾; 1 000₾ - 800 ₾; 40 000₾ – 32 000₾.
სავალუტო მსესხებლისთვის გალარება ნებაყოფლობითია. ამ დროისთვის ლარში გადატანილ სესხზე ცვლადგანაკვეთიანი სესხის პროცენტი მოიაზრება. რეფინანსირების განაკვეთზე მობმული ლარის სესხები 11%-11.5%-ად არის გაცემული და ამ განაკვეთს მიუახლოვდება.
ცვლადგანაკვეთიანი სავალუტო უნივერსალური სესხის განაკვეთი ამ დროისთვის 13,5%-14%-ის ფარგლებშია, ფიქსირებულის 7-8%.
შესაძლებელია ფიქსირებულგანაკვეთიანი იპოთეკური კრედიტის გალარებაც, თუმცა უფრო მაღალ პროცენტს ვარაუდობენ.
10 -პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაწყებული ლარიზაციის კამპანია (მე-7 პუნქტი) ითვალისწინებს 100 000 ₾-მდე წლიური შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის $40 000-მდე სესხის ლარში კონვერტირებას, თუმცა გარკვეული შეზღუდვაა, გალარებას მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული კრედიტი ექვემდებარება. ბოლო სტატისტიკით, სულ 33 000 სესხია.
კამპანიაში ჩართულია მთავრობაც, 65 მლნ-იანი საბიუჯეტო კონტრიბუციით, რომლითაც კონვერტაციისას, -20 პუნქტი დასუბსიდირდება. მაგ: $1/2.8₾ კურსის ნაცვლად, კონვერტირდება $ 1/ 2,6₾ კურსით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss