| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizzair-მა კიდევ ერთი წარმატებული წლის დახურვაზე განაცხადა.
კომპანიის ცნობით, 2016 წელი გამოირჩეოდა მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდით, ავიამიმართულებების ქსელის მასიური გაფართოვებით და მომსახურებისა და ბიზნესის საერთაშორისო ხარისხის მოპოვებით.
ბოლო 12 თვის მანძილზე ავიაკომპანიამ თავის საჰაერო ფლოტს 9 საჰაერო ხომალდი შემატა, დაამატა 17 ახალი მიმართულება, რითაც თავის ავიამიმართულებების ქსელი გაამრავალფეროვნა 100-ზე მეტი მიმართულებით.
ავიაკომპანია ვიზეარმა 2016 წელს 23 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 19%-ით მეტია 2015 წელზე.
ვიზეარის საჰაერო ფლოტი ამჟამად შედგება 74 ეარბას A320 და ეარბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდისგან, რომლებიც ოპერირებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანაში არსებული 25 ბაზიდან. ასევე დაანონსდა, 2017 წლის მარტსა და ივლისში ორი ახალი ბაზის გახსნა, მოლდოვის ქალაქ კიშინიოვსა და ბულგარეთის ქალაქ ვარნაში.
„ავიაკომპანია ვიზეარმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი როდესაც 2016 წლის სექტემბერში ქუთაისში გახსნა ბაზა და თავის მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი ფრენები უკვე ევროპის 8 ქვეყნის 11 მიმართულებით შესთავაზა. ბაზის დაარსება, კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას. ამასთან, 2016 წელს ავიაკომპანია საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა 35%-იანი ზრდა”- განაცხადა კომპანიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss