ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
 ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორმა კომპანიამ მოიპოვა  
6 იანვარი, 2017, 11:32
 ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორმა კომპანიამ მოიპოვა  

თბილისი (GBC) - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ზე და კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 აპრილამდე სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ნებართვა Wucher Helikopter Gmbh-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2016 წლის 29 დეკემბერს გაიცა.

იგივე დანიშნულებით განახორციელებს ფრენებს გერმანული კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH. ოპერირება 2017 წლის 16 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გუდაურის საკურორტო ზონაში AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით იგეგმება. ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა კომპანიამ 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღო. შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები