ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
5 იანვარი, 2017, 19:30
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისი (GBC) - მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს  და  მოუწოდებს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდონ ორგანიზაციებს, რომლებიც საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებლს სთავაზობს კლიენტებს. 

მთავარი ბანკი აღნიშნავს, რომ ეს პირველი მოწოდება არ არის (2013, 2016, 2016). 

"მოქალაქეთა სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია, ისეთ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას რომლებზეც არსებული კანონმდებლობით სებ-ის მხრიდან არ ვრცელდება შესაბამისი რეგულირების ჩარჩო.
 
ასეთი შპს-ები თუ კერძო კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის განზრახვით შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საკრედიტო", "საბროკერო" ან სხვა მსგავსი. რაც არ ნიშნავს, რომ ეს შპს არის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და მისი საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.
 
ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.
 
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებებიდან წარმოშობილ ურთიერთბებში ჩარევა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები