| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მაგთიკომმა IP ტელევიზიის მომხმარებლებს, მთლიანად მათ ინტერესებზე მორგებული სერვისი შესთავაზა, უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიმღები მოწყობილობა, ე.წ set top box-ი. პარალელურად, რეიტინგული არხებით დაკომპლექტებული განახლებული პაკეტები, ამ დროისთვის 174 არხია ხელმისაწვდომი.
მაგთიკომმა დაასრულა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტქსელის აპარატურული ნაწილის, ასევე ყველა საკვანძო ქსელური ელემენტის განახლება. ქსელის მშენებლობა -გაფართოება კი მუდმივად მიმდინარეობს.
მაგთიკომის გეგმა ინტერნეტქსელის განვითარებას საქართველოს რეგიონებშიც ითვალისწინებს. სადაც ინტერნეტქსელი უკვე არის, სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზებაა, ინტერნეტის, ტელევიზიის, მობილური და ფიქსირებული ტელეფონიის ერთიანი პაკეტი.
მაღალტექნოლოგიური ინტერნეტსერვისი ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.
მაგთიკომი ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრული საკომუნიკაციო სერვისით უზრუნველყოფს.
კომპანიის ცნობით, Caucasus Online-ს საცალო საოპერაციო აქტივების და დელტაკომის შეძენის შემდეგ, განვითარების და გაფართოების განსაზღვრულ გეგმას მიჰყვება. დასახული პრიორიტეტებიდან უმეტესობა შესრულებულია.
მაგთიკომი განვითარების დასახულ გეგმას მიჰყვება და დანაპირებს ასრულებს:
- უახლესი თაობის მიმღები მოწყობილობები და მაღალრეიტინგული ტელეარხები;
- მაგთის IP ტელევიზიის მომხმარებლებს;
- უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მაგთის განახლებული ინტერნეტქსელი;
- სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზება რეგიონებს;
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss