| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკის მფლობელი პროკრედიტ ჰოლდინგი ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე პრაიმ ლისტინგში შევიდა.
ჰოლდინგმა ფრანკფურტის ბირჟაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა მოიპოვა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვლ და გავლენიან ინვესტორთა წრეში.
აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ჯგუფი თავიდანვე პრემიუმ ლისტინგში მოხვდა, რაც გულისხმობს მის ფინანსურ თუ რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.
„პროკრედიტ ჯგუფი სიამაყით აღნიშნავს კიდევ ერთ წარმატებულ მოვლენას. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის სიაში შეყვანით ბანკი ბაზარს უხსნის ახალ ინვესტორებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება ჰქონდეთ წვდომა პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ დანერგილ განსხვავებულ საბანკო მიდგომასთან. ეს არის თანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სექტორში, როგორც რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი ბანკი. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრაიმ სტანდარტის ჩამონათვალში მოხვედრა პირდაპირ ნიშნავს, რომ პროკრედიტ ჯგუფი პასუხობს გამჭვირვალობისა და კორპოპრაციული მართვის მკაცრ მოთხოვნას, რაც ისედაც ყოველთვის ახასიათებდა კომპანიას მისი განვითარების გზაზე“, - აცხადებს მენეჯმენტი.
შეგახსენებთ, პროკრედიტ ჯგუფის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში და ძირითადად შედგება აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ბანკებისგან. ასევე წარმოდგენილია გერმანიასა და სამხრეთ ამერიკაში.
1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss