ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა
5 იანვარი, 2017, 11:56
საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება  ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა

თბილისი (GBC) -  2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა.

შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის“მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

 გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთ-აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობის გაერთიანებულმა კომისიამ, რომლის 27-ე სხდომა 2016 წელს ვაშინგტონში გაიმართა,

ათეულში ასევე მოხდა „ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის“ 120-ე გამოფენა, თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლის ათი მთავარი ეკონომიკური მოვლენის გამოსავლენად გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება.

შეგახსენებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე ერთობლივ განცხადება 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი კი, თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები